"ბათუმის" ქალ ფრენბურთელთა კლუბმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

15 მარტი 2023, 14:20 767 ნახვა

2022-2023 წლების საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში “ბათუმმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

შავიზღვისპირელებმა მეორე ტურის მესამე შეხვედრაში „ქუთაისი“ მარტივად 3:0 დაამარცხეს.

ხათუნა გიორგაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს თელავში "თბილისის“ წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ბათუმმა "ბოლნისს" 3:0 სძლია, მეორე მატჩი კი მოქმედი ჩემპიონს „ჯიკოს“ ასევე 3:0 მოუგო.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში