საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი

17 მარტი 2023, 14:14 1326 ნახვა

საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი. ღონისძიება  არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება.

ფორუმში 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმის პარალელურად  გაიმართება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები,  რომლითაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ბიზნესკავშირები მსხვილ კომპანიებთან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საამიროების სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს  ვიცე-პრემიერს შორის.

დღესვე ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში