აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი

24 მარტი 2023, 14:01 437 ნახვა

საქართველოში აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიც ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.

ჯგუფში ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე, მედიკოსები და სამედიცინო სფეროს ექსპერტები შედიან.

მხარეებმა აქონდროპლაზიის სამკურნალო სტრატეგიაზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს ერთ-ერთი მედიკამენტის „ვოქსზოგოს“ შესახებ არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები და ევროპის რიგ ქვეყნაში მიღებული, სპეციალისტების შეფასებები და დასკვნები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შეიქმნას საქართველოში აქონდროპლაზიის მართვის სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ, მოიაზრებს სამკურნალო მეთოდებისა და მედიკამენტების სწორად შერჩევას.

აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გუშინ  აქცია გამართეს.  ისინი კონკრეტული მედიკამენტის  საქართველოში შემოტანას და მის დაფინანსებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში