სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს მესამე კვარტალში საქართველოში 113 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან ყველაზე მეტი კახეთში. საქსტატის ცნობითვე, სასაკლაოების მიერ 16.7 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 29.1 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.0 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 35.2 პროცენტი კი – ღორის ხორცზე,ყველაზე ნაკლები ცხვრისა და თხის ხორცზე. ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 312 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 57.1 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.