ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონის სწავლება დასრულდა

26 მარტი 2023, 11:02 386 ნახვა

ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონის სწავლება დასრულდა. სწავლება დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩატარდა. პირველ ეტაპზე, ბატალიონმა  50 კილომეტრიანი ტაქტიკური მარში განახორციელა და თავმოყრის რაიონი დაიკავა.

სწავლების შემდეგ ეტაპზე კი, ქვედანაყოფებმა განახორციელეს თავდაცვითი ოპერაციები საბრძოლო სროლებით, სადაც მოხდა პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფების მხარდაჭერით.

სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციაც განახორციელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში