პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა

28 მარტი 2023, 10:51 335 ნახვა

პარაშუტისტის პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა.  სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების საჯარისო დაზვერვის სკოლის ოცეულის მეთაურის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი სამკვირიან სწავლებას მოიცავდა. 

მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში