მედეა ვასაძე ბათუმის მერიის კორუფციულ ინტერესზე საუბრობს

31 მარტი 2023, 14:20 1213 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბათუმის  მერიის პროგრამას კორუფციულს  უწოდებს. მედეა ვასაძის განცხადებით, ავარიული სახლების პროგრამა კონკრეტულ კომპანიებზეა მორგებული და სამშენებლო ეზოები კორუფციაში შესულ  დეველოპერულ  ჯგუფებზეა განაწილებული. 

დეპუტატი აცხადებს, რომ კითხვის ნიშნები  აქვს მოსახლეობასაც და საკითხი სამართლებრივად უნდა დარეგულირდეს. 

ვასაძის ინფორმაციით, მერია მის სადეპუტატო კითხვებსა და ოფიციალურ  წერილებზე  პასუხს აყოვნებს. ის ბათუმის მერს მიმართავს, ამ წერილებს დროულად უპასუხოს, რაც დეპუტატის  თქმით, მას ფაქტების შეჯერების საშუალებას მისცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში