„მეგობარი აქტი“ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა დაბლოკა

03 დეკემბერი 2025, 19:57 69 ნახვა

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თხოვნა დაბლოკა , - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა  აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნის პირადი თხოვნით გასულ თვეში მიმართა.

გამოცემის ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტუნიმ „MEGOBARI აქტის“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დამატების თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა.

The Hill-ი წერს, რომ „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად ჯონსონის ჩარევა მოულოდნელი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში