„უიმბლდონზე“ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით ითამაშებენ

31 მარტი 2023, 20:01 551 ნახვა

ლაუნ-ტენისის ასოციაციის გადაწყვეტილებით რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები 2023 წლის უიმბლდონზე ნეიტრალური სტატუსით ითამაშებენ. რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ვალდებულები იქნებიან, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ხელი სპეციალურ, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ განაცხადს მოაწერონ.

"ჩვენი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში უცვლელია. ამავდროულად, გასულ წელს რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდნენ სხვა ტურნირებში. ამ ფაქტების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ რუსმა და ბელარუსმა მოთამაშეებმა და მათი გუნდების წევრებმა, რომლებსაც 2023 წელს გასამართ ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობა სურთ, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დეკლარაციას ხელი უნდა მოაწერონ. ამასთან, ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებს აკრძალული ექნებათ საკუთარი ქვეყნის სიმბოლიკის, დროშების და სხვადასხვა ატრიბუტიკის გამოყენება“ ნათქვამია LTA-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს უიმბლდონის ორგანიზატორებმა, ATP-ისა და WTA-სგან განსხვავებით, შარშანდელ ტურნირში რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები არ დაუშვეს, თუმცა წელს გადაწყვეტილება შეცვალეს. 2023 წლის უიმბლდონის ტურნირი 3 ივლის დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში