პრეზიდენტის მიმართვა ბუჩას სამიტზე

01 აპრილი 2023, 12:05 414 ნახვა

დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტზე გამოვიდა.

ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარსდგა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და მეგობარ ქვეყანას ხალხის სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში