კვარაცხელიას ‘’ნაპოლიმ’’ გასვლაზე ‘’ლეჩე’’ დაამარცხა

08 აპრილი 2023, 10:31 611 ნახვა

იტალიის ''სერია ა-ს'' 29-ე ტურში ''ნაპოლი'' გასვლაზე ''ლეჩეს'' დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-2 დაამარცხა. 

ამ გამარჯვებით ნეაპოლელები ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ და 74 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. 12 აპრილს კი ''ნაპოლი'' ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც გასვლაზე ''მილანს'' დაუპირისპირდება.

იტალიური მედიის ცნობით, მილანთან შეხვედრაში გუნდს ტრავმის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში