ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

09 აპრილი 2023, 20:00 556 ნახვა

ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ხათუნა გიორგაძის გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ შეხვედრაში 3:2 მარცხის შემდეგ საპასუხო მატჩში მოქმედი ჩემპიონი „ჯიკო“ 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

"ბათუმი" საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში „თბილისს“ დაუპირისპირდება.

ფინალური მატჩი თელავში გაიმართება. შეხვედრის ჩატარების ზუსტი დრო კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსნებთ,რომ რამდენიმე დღის წინ ფინალის საგზური ასევე ბათუმის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმაც მოიპოვა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში