"ქართული ქართველთ რწმენაა" - გამოფენა ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი

20 აპრილი 2023, 11:09 953 ნახვა

„ქართული ქართველთ  რწმენაა’’ - ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო. საჯარო და კერძო სკოლის ნორჩი კალიგრაფისტების საუკეთესო ნამუშევრები  წარმოადგინეს. 

გამოფენამდე სკოლებში კალიგრაფიაზე კონკურსი ჩატარდა. 

ძმები ნობელების მუზეუმში მე-10; მე-18; 25-ე საჯარო და ევრო 2000-ის; ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის  მოსწავლეების ნამუშევრები 3 დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი. ღონისძიება დედა-ენის დღეს მიეძღვნა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში