საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა

29 აპრილი 2023, 11:09 2406 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა და 795 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი