საველე წვრთნა ორფოლოს პოლიგონზე

07 მაისი 2023, 11:20 520 ნახვა

ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა. წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განხორციელდა.

დასკვნით საველე წვრთნებში წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა.

10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში