“მილიონერის ანდერძი” – დრამატულ თეატრში ხვალ პრემიერაა

12 მაისი 2023, 14:26 1056 ნახვა

კომედიური ჟანრის სპექტაკლის პრემიერა ბათუმში.  „მილიონერის ანდერძი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელზეც რეჟისორმა მალხაზ ასლამაზიშვილმა  ბათუმის დრამატული თეატრის დასთან ერთად იმუშავა.

სპექტაკლი ფრანგი ავტორის პიერ შენოს პიესის მიხედვით დაიდგა.  მთავარი ეპიზოდი მილიონერის გარდაცვალების და შესაძლო გადარჩენას ეხება.

ოჯახის წევრები კი ანდერძთან დაკავშირებულ საკითხებს პარალელურად განიხილავენ.  მსახიობები ამბობენ, რომ ხვალ მაყურებელს ბევრი სიცილი ელოდება,  სპექტაკლზე მუშაობა კი მათთვის საინტერესო იყო.  

ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, საპრემიერო ჩვენებები ხვალ და ზეგ 19 საათზე გაიმართება.   

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში