ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დირექტორის პოზიციაზე პროფესიით რეჟისორი, მსახიობი კოტე მჟავია დაინიშნა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
"კოტე მჟავიას დამთავრებული აქვს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
იგი 1999 წლიდან დღემდე არის ლიტერატურული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2012-2016 წლებში მუშაობდა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, 2005-2010 წლებში იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, 2006-2009 წლებში ახმეტელის თეატრის, ხოლო 1999-2005 წლებში რუსთავის საბავშვო თეატრის მსახიობი, 1998-2003 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის მუსიკალურ-ლიტერატურულ თეატრში ეკავა ადმინისტრატორის პოზიცია",- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.