კიბერუსაფრთხოება - ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა

18 მაისი 2023, 17:49 854 ნახვა

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საინფორმაციო კამპანიებს არ წყვეტს.სამიზნე ჯგუფებისთვის სპეციფიკური საინფორმაციო ღონისძიებები დაიგეგმა,სემინარები,ღია დისკუსიები და შემეცნებითი აქტივობები.საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ  მათთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული აუდიტორია რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორია.ამიტომ კამპანიის ფარგლებში სემინარები გაიმართება ბათუმის ტექნოპარკში ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც.ღონისძიების ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მედიასთან თანამშრომლობით შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწორი და საჭირო ინფორმაციების მიწოდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში