ქართული რადიოს დღე

23 მაისი 2023, 19:48 783 ნახვა

დღეს ქართული რადიოს დღეა.პირველი საცდელი რადიოგადაცემა ეთერში 1925 წლის  23 მაისს გადაიცა.დღეს ასევე იუბილარია აჭარის რადიო.პირველი ინფორმაცია რადიო აჭარის ეთერში 93  წლის წინ, 1930  წლის  მაისში გავიდა.თავდაპირველად, მოსახლეობას მაუწყებლობა საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალო ტალღოვანი სადგური ამოქმედდა. 2001 წლიდან ჩვენი რადიო თანამგზავრზე მაუწყებლობს.მაუწყებლობა ტალღაზე 104,5 - 24 საათიანია. ქართული რადიოს დღე და იუბილარი რადიო აჭარის სამომავლო გეგმები- ვნახოთ ქეთი კაცაძის რეპორტაჟი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში