ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდა" სერბეთის თასის გამარჯვებულია

26 მაისი 2023, 11:47 737 ნახვა

ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ ზედიზედ მესამედ სერბეთის თასის გამარჯვებული გახდა. ბელგრადელებმა ფინალში „ჩუკარიჩკი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. "ცრვენა ზვეზდა“ 61-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ალექსანდრ პეშიჩმა 15-წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა და „ცრვენა ზვეზდას“ მეექვსე ჩემპიონობა მოუტანა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. აზაროვი მიმდინარე სეზონში „ცრვენა ზვეზდას“ რიგებში თასის გარდა, ასევე სერბეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ქართველმა მცველმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი