ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

02 ივნისი 2023, 14:18 553 ნახვა

ისტორიაში პირველად - ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა და პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მესამე ევროპულ თამაშებში იასპარეზებს.

23 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მან ე.წ. ველური ბარათი მოიპოვა და ევროპულ თამაშებში 31 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ მაგიდის ჩოგბურთი 1988 წლიდან არის ოლიმპიური სპორტის სახეობა და ეს იქნება პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი წარდგება ასეთ დიდ სპორტულ ფორუმზე.

კრაკოვში ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში