Adjarabet Arena მსოფლიო უძრავი ქონების 2023-ის ჯილდოზეა წარდგენილი

02 ივნისი 2023, 15:08 979 ნახვა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი Adjarabet Arena წარდგენილია მსოფლიო უძრავი ქონების 2023-ის ჯილდოზე საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის-კეთილმოწყობის კატეგორიაში. ღონისძიებას 5-9 ივნისს, აშშ, ქ. მაიამი უმასპინძლებს.

FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და საერთაშორისო დაჯილდოება მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70 ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში უძრავი ქონების, სამშენებლო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება, ჩატარდება 2023 წლის უძრავი ქონების გენერალური ასამბლეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში