კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN წარმატებით დასრულდა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მსოფლიოს 22 ქვეყნიდან, 41 ახალგაზრდა კონკურსის მონაწილე საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.
ჟიურის თავმჯდომარე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსზე I პრემიის მფლობელი თათა რაზმაძე გახდა. II პრემია სეკჯუნ კიმს ერგო; III პრემია კი ლინა წიკლაურსა და არპი სინანიანის.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეციალური პრიზი კი გურგენ პოღოსიანს და ბიანბარაგჩა ხურელბატარს გადაეცათ. ფინალისტები მაყურებლის წინაშე წარდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.
თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.