ავარია ინდოეთში - დაღუპულია 288-ზე მეტი ადამიანი

03 ივნისი 2023, 10:30 583 ნახვა

288-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 900-მდე დაშავდა ინდოეთში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად. შემთხვევა ოდიშას შტატში მოხდა, როდესაც სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა სხვა მატარებელს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან ვაგონების ქვეშ. ეს ქვეყნის ისტორიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო ავარიაა, 3 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში