რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

03 ივნისი 2023, 20:10 589 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო. ფიცის დადების შემდეგ ერდოღანის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო. მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიას სომხეთს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, რაც გამორჩეულია იმით, რომ 15 წელია არცერთი სომეხი ლიდერი არ ყოფილა თურქეთში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი