ხუთი ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში 

10 ივნისი 2023, 12:01 683 ნახვა

ხუთი ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში. ადრენალინისა და ექსტრემის მოყვარულებს ზაფხულის სეზონზე აჭარის სოფლების მიმართულებით სათავგადასავლო მარშუტები ელოდებათ.

სამთო სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის 25-მდე საფეხმავლო მარშუტი გაიხსნა, ახალ ტურისტულ ლოკაციებზე მისულ ვიზიტორებს ადგილზე  საოჯახო სასტუმროები,  გლამფინგი და კოტეჯები  დახვდებათ, საპიკნიკე ლოკაციების მოწყობისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

აჭარის ტურისტული პორდუქტების განვითარების სააგენტოში  განმარტავენ, რომ სოფლებში არსებულ ჩანჩქერებთან დაკავშირებით დაინტერესება გაიზარდა, რის გამოც  მთებში არსებული ჩანჩქერების შესწავლა  და აღრიცხვა დაიწყეს, პარალელურად  რამდენიმე ჩანჩქერის მიმართულებით ინფრატსრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.  

ღორჯომის ხეობაში  საცხენოსნო  ინფრასტრქუტურის მოწყობა მიმდინარეობს, მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს ხიხანის ციხესთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის მოწესრიგება.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაობის ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია, პროექტისთვის 900 ათასი ლარი დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში