კახოვკის კაშხლის კატასტროფას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოიძიებს - ზელენსკი

12 ივნისი 2023, 11:30 638 ნახვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  კახოვკის კაშხლის დანგრევისა და ამის შედეგად გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის საქმეზე  გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის რეგიონში იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით ნახეს  კატასტროფის შედეგები. 

სტიქიის  პირველივე დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ამ კატასტროფის გამოძიების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა. ზელენსკის თქმით,  მნიშვნელოვანია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტის დაფიქსირებაც, რომლებიც კვირას ევაკუაციისას  რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

პრეზიდენტის მონაცემებით, უკრაინის სამაშველო ჯგუფებმა 4 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს დატბორილი ზონებიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიების ჩათვლით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი