ჩინეთში წყალდიდობამ 15 ადამიანი იმსხვერპლა

05 ივლისი 2023, 14:08 647 ნახვა

15 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ძლიერი წყალდიდობის შედეგად ჩინეთის ჩუნცინის პროვინციაში.

ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუა, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი სტიქიის რეგიონში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

ძლიერი წყალდიდობის შედეგად წყლით დაიფარა ქუჩები, დატბორილია შენობების პირველი სართულები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში