ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება

05 ივლისი 2023, 18:08 433 ნახვა

მთავარი არხის ჟურნალისტს თეა ვაშალომიძეს მახინჯაურში უცნობმა პირმა მიკროფონი დაუზიანა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ტელეკომპანიის ცნობით, გადამღები ჯგუფი ადგილზე ყოფილი მაღალჩინოსნის ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული. მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ  ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში