ნატო-ში გაწევრინებამდე უკრაინას რეფორმები სჭირდება - თეთრი სახლი

06 ივლისი 2023, 10:01 502 ნახვა

ნატოს კარი ღიაა უკრაინისთვის, თუმცა კიევს გაწევრიანებამდე  რეფორმები  დასჭირდება, რათა ალიანსის სხვა წევრების მსგავსი სტანდარტი ჰქონდეს - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება.

თეთრ სახლში ტრადიციულ ბრიფინგზე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ  დასავლეთის სამხედრო ბლოკის  წევრობის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატოს 31 წევრისა და ასპირანტი ქვეყნის პოზიციაზე. ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს ლიეტუვაში გაიმართება.

შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც. სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე ისაუბრებენ. წინასწარი ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში მიწვევა არ იგეგმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში