ინდოეთში სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

12 ივლისი 2023, 14:19 686 ნახვა
00:00
00:00

დრონით გადაღებულმა კადრებზე  ინდოეთის ჩრდილოეთ ქალაქ მანალიში  მუსონური წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად  ნგრევის მასშტაბებია ასახული. 

ვიდეოკადრებზე, რომელიც  ჰიმაჩალ პრადეშის ჩრდილოეთ შტატშია გადაღებული სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანები  გზებსა და მაგისტრალებზე დგანან,  რომელთა დიდი ნაწილი  ძლიერ დაზიანებულია წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად.  მანალიში, რომელიც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, ათობით ავტომობილი და ვიზიტორი წყლის ბლოკადაშია მოქცეული. ხელისუფლებისა და ადგილობრივი მედიის მონაცემებით, 26 ივნისიდან ჰიმაჩალ პრადეშის წყალდიდობასა და მეწყერს 72 ადამიანი ემსხვერპლა.

ჰიმაჩალ პრადეშის ბევრ დასახლებულ პუნქტში გასულ შაბათ-კვირას ნალექის ერთი თვის ნორმა მოვიდა.

მეტეოროლოგების განცხადებით, მიმდინარე მუსონური წვიმების სეზონში, რომელიც 1-ელ ივნისს დაიწყო ჩვეულებრივზე 70%-ით მეტი ნალექი მოვიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი