ახალი ავიარეისი თბილისი-ბათუმი ბათუმი-თბილისი  

25 ივლისი 2023, 14:59 1078 ნახვა

''ჯორჯიან ვინგსმა'' თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა დღეს შეასრულა. პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურებისა და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საჩვენებელი ფრენა ალექსანდრე ქართველის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველად შესრულდა, 28 ივლისიდან კი ''ჯორჯიან ვინგსი'' სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად შეასრულებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში