სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

08 აგვისტო 2023, 15:04 510 ნახვა

შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე, დღეს მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ნაპოვნია ქალის ცხედარი. ბოლო მონაცემებით, ღვარცოფის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 16-ის ვინაობა იდენტიფიცირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ეძებენ კიდევ 15 დაკარგულს. ანი პირტახია შემოგვიერთდება სტიქიის ზონიდან და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში