საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში

18 აგვისტო 2023, 11:19 635 ნახვა

დღეს ბათუმში, საზაფხულო თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად. ბათუმელი რეჟისორი, საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.

ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც დღესდღეობით საქართველოში არ ფინანსდება ჯანდაცვის არსებული პროგრამებით.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: სოფო ხალვაში, ASEA SOOL, აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, გიორგი ტუღუში, ბენდი „ორიონი“, Seaside, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი გოგიბერიძე, ბათუმური კვარტეტი და სხვები.

კონცერტი 18:30 საათზე დაიწყება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში