ენმ პროკურატურას ორთაბათუმში კოტეჯების მშენებლობაზე გამოძების დაწყებას სთხოვს

21 აგვისტო 2023, 14:33 534 ნახვა

ორთაბათუმის ტერიტორიაზე მდინარე ყოროლისწყალთან განთავსებულ ხის კოტეჯებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს და დროულ გამოძიებას ითხოვს.  

მიშა ბოლქვაძე  ხელისუფლებას კორუფციასა და აღნიშნული კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებს. ბოლქვაძე კოტეჯების დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს. ირწმუნება, რომ მდინარის ნაპირას სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს და კომპანიას მხოლოდ კოტეჯების ნაწილზე ჰქონდა მშენებლობის ნებართვა.

ოპოზიცია მშენებლობაში და უცხოურ კომპანიებთან უკანონო გარიგებასა და კორუფციაში  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და  მამას  ადანაშაულებს. 

აცხადებენ, რომ მდინარეს მშენებლობის დროს კალაპოტიც შეუცვალეს და სამომავლოდ ტერიტორიის დატბორვის რისკზე საუბრობენ. 

საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებში კომენტარი არ გაუკეტებიათ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში