თეა გოდოლაძეს ოჯახურ ძალადობაში სდებენ ბრალს

22 აგვისტო 2023, 18:04 672 ნახვა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში  ბრალი წარუდგინა. ამჟამად  გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.გოდოლაძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 2 წლის წინანდელ ფაქტს ეხება, სადაც ის არა მოძალადე, არამედ თავად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში