დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

18 ოქტომბერი 2025, 11:53 98 ნახვა

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებულს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში