საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 10 ადგილით დაწინაურდა

16 სექტემბერი 2023, 11:05 650 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ  
მსოფლიო კლასიფიკაციაში 10 ადგილით დაწინაურდა.

ამ დროისთვის საქართველო 465.9 ქულით მსოფლიოში 23-ე პოზიციაზე, ხოლო  ევროპაში კი მე-14 ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრების უკან აღმოჩნდნენ თურქეთი, ხორვატია, იაპონია, ჩინეთი, უკრაინა და სხვა ნაკრებები.

მსოფლიო რეიტინგში ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორე პოზიციას ესპანეთი იკავებს, ხოლო მესამეზე 2023 წლის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები არის. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა წელს ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია,  რის ხარჯზეც საუკეთესო 16 ნაკრებს შორის გავიდა.
რამდენიმე დღის წინ კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტისან ილიას ზუროსი წავიდა, რომელსაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში