დღეს ''ნაპოლი'' შინ ''უდინეზეს'' დაუპირისპირდება

27 სექტემბერი 2023, 11:34 659 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ''ნაპოლი'' საკუთარ მოედანზე ''უდინეზეს'' უმასპინძლებს.

მატჩი თბილისის დროის 22:45 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის ნეაპოლელები 8 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ, ხოლო ''უდინეზეს'' 3 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა.

დღევანდელ დაპირისპირებაში რუდი გარსეიას გაწვრთნილ ''ნაპოლის'' რაჰმანი, ჟუან ჟესუსი და გოლინი დააკლდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში