,,აფხაზეთი საქართველოა” - მსვლელობა ბათუმში

27 სექტემბერი 2023, 14:15 689 ნახვა

აფხაზეთი საქართველოა - გზავნილი ბათუმიდან აფხაზებს. მოქალაქეებმა აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით  მსვლელობა მოაწყვეს. სტარტი სიმბოლურად სოხუმის ქუჩიდან აიღეს და ნავსადგურისკენ გადაინაცვლეს, გზად სკანდირებდნენ: აფხაზეთი საქართველოა და საქართველო ევროპის ნაწილია.

მსვლელობას შეუერთდნენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე დევნილები.

აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდები იყვნენ და ამ მსვლელობას მათ ეროვნული შატალო დაარქვეს, სანაპიროზე მისულებმა კი, ზღვას აფხაზეთისკენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა გაატანეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთს ახალ მომავალს სთავაზობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში