დღეს აჭარულ დერბში "დინამო" ბათუმი და ქობულეთის "შუქურა" ითამაშებენ

02 ოქტომბერი 2023, 10:12 837 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში აჭარული დერბი გაიმართება.

ქობულეთის "შუქურა" "დინამო" ბათუმს დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე 14:30 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში "დინამო" ბათუმი 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო "შუქურას" 8 ქულა აქვს და ბოლო პოზიციას იკავებს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში