სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა წარმოადგინა

03 ოქტომბერი 2023, 11:18 425 ნახვა

სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა წარმოადგინა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, მაია კოპალეიშვილის პოზიცია აბსოლუტურად არასერიოზულია.

"გამაცნეს მასალები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესს. მათ შორის, ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად უსუსურია იქ წარმოდგენილი მსჯელობა. სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. იმედია, დღეს ცოტა მეტს მოვისმენთ, მათ შორის, მისგან. კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება, თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის პოზიცია მაჩვენეს და აბსოლუტურად არასერიოზულია, რაზეც იქ არის საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თავად აღიარა, რომ მისი ვიზიტები არაკონსტიტუციური იყო.

"ამაზე მეტყველებს მისი განცხადებები. მაგალითად, მან მისცა ინტერვიუ საზღვარგარეთ ერთ-ერთ ტელევიზიას, სადაც ამბობდა, რომ მას ოფიციალურად  არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო ამ სახელმწიფოში. ეს არის ჩვეულებრივი აღიარება. მას განზრახ და ძალიან უხეშად აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და არაკონსტიტუციურ ქმედებებს აგრძელებს, რაც ბუნებრივია, შემაშფოთებელია. თუ რამეს შეიძლება, დაერქვას ევროპული პერსპექტივის, ქვეყნის საბოტაჟი, ეს არის სწორედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ა.შ. სწორედ პრეზიდენტის ქმედებებში იკითხება საბოტაჟის აშკარა და უხეში ნიშნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში