''აგრობათუმი 2023''

06 ოქტომბერი 2023, 11:02 732 ნახვა

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასათბურე მეურნეობისა და სათბურის აღჭურვილობა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები - და ეს სრული ჩამონათვალი არ არის, რასაც სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ნახავთ.

Agro Batumi 2023 ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაიხსნა.გამოფენის მიზანია,  სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს  შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 

გამოფენის მსვლელობისას  მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ,  სამი დღის განმავლობაში  თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. 

აგრო გამოფენაში 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო  კომპანია მონაწილეობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში