„აგრო ბათუმი 2023“ დაიხურა

08 ოქტომბერი 2023, 14:04 499 ნახვა

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასათბურე მეურნეობისა და სათბურის აღჭურვილობა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები - და ეს სრული ჩამონათვალი არ არის, რისი ნახვაც სტუმრებს სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში შეეძლოთ.

გამოფენა Agro Batumi 2023-ის მიზანი, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება იყო, რამაც  ხელი უნდა   შეუწყოს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ქონდათ, სამი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებისთვის გაეცნოთ.  აგრო გამოფენაში 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში