დღეს საქართველოს ნაკრები ტაილანდს დაუპირისპირდება

12 ოქტომბერი 2023, 10:28 679 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ეს შეხვედრა კვიპროსის ნაკრებთან მატჩამდე მოსამზადებელი თამაშია.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და კვიპროსის შორის 15 ოქტომბერს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში