საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა

17 ოქტომბერი 2023, 11:08 744 ნახვა

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომაში მიიღო მონაწილეობა ეკონომიკის მინისტრმა.

კომისიის თანათავმჯდომარის რანგში, მან სხდომის ოქმს მოაწერა ხელი, რომელშიც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ შეხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და პარტნიორობას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში