ღაზაში მასიური აფეთქებებია

23 ოქტომბერი 2023, 14:10 350 ნახვა

ღაზაში მასიური აფეთქებებია, რომელიც ისრაელიდანაც ჩანს.  ისრაელი ღაზის სექტორს   დილიდან ბომბავს, პარალელურად იბომბება სამიზნეები  ლიბანის სამხრეთითაც. პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კონფლიქტის ესკალაციის შესაფასებლად  უმაღლესი გენერლები  და  სამხედრო კაბინეტი შეკრიბა.  პალესტინური მედიის თანახმად, ისრაელის საჰაერო დარტყმები კონცენტრირებულია ღაზის სექტორის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში.

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის ახლოს სახლის აფეთქების შედეგად  არიან დაღუპულები და დაშავებულები. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით,  4 ათას 600 ადამიანი დაიღუპა ისრაელის  ორკვირიანი საჰაერო დარტყმების შედეგად. ჰამასის ტყვეობაში 222 ადამიანი იმყოფება.

ისრაელის არმიის პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით,  ყველა მეთოდს გამოიყენებენ მძევალთა გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში