დღეს ''ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგაზე ''უნიონს'' დაუპირისპირდება

24 ოქტომბერი 2023, 11:28 825 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ''ნაპოლი'' ბერლინში ''უნიონს'' ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ორი ტურის შემდეგ ნეაპოლელები 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ბერლინელები ჯერაც ქულის გარეშე არიან და ჯგუფის ბოლო პოზიციას იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრაში ''უნიონს'' ანდრას შაფერი, ლორენს დელი, იოსიპ იურანოვიჩი, ჟერომ რუსილიონი და ალეკსანდერ შვოლოვი ეყოლება. ''ნაპოლის'' კი ვიქტორ ოსიმენი, ჟუან ჟეზუში და ზამბო ანგისა დააკლდება, ხოლო ელიფ ელმასის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში