წელს დავასრულებთ „ოცნების ქალაქის“ პირველ ეტაპს, ბინებით დაკმაყოფილდება 582 მოქალაქე, გაგრძელდება მშენებლობის მეორე ეტაპი - თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2023, 13:08 449 ნახვა

წელს დავასრულებთ „ოცნების ქალაქის“ პირველ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 582 მოქალაქე - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთვრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, გაგრძელდება მშენებლობის  მეორე ეტაპი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება შემდგომ წლებში 100 მილიონ ლარზე მეტი.

"იქ მცხოვრები არც ერთი ოჯახი არ დარჩება თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისის გარეშე. მომავალ წელს,  „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის განსახორციელებლად 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე განცხადებით, დაფინანსება გაიზრდება ეკომიგრანტებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების შესაძენადაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში