“სადაც სახლი მელოდება“ - კრებულის პრეზენტაცია

28 ოქტომბერი 2023, 11:00 870 ნახვა

“სადაც სახლი მელოდება“ - აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული  კრებულის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში.  წიგნი აფხაზეთს ეძღვნება და ის სიმბოლურად ოკუპაციიდან 30-ე წელს გამოიცა. მასში 137 ავტორის ნამუშევარია შესული, მათ შორისაა ბათუმელი პოეტების ლექსები.

პოეტური და პროზაული ნაწარმოებების ნაწილი სხვადასხვა დროსაა დაწერილი, არის  საგანგებოდ კრებულისადმი მიძღვნილი ლექსები და მოთხრობებიც

დედაქალაქის შემდეგ, სარედაქციო ჯგუფმა კრებული ბათუმელ მკითხველს წარუდგინა.

პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში